воскресенье, 19 марта 2017 г.

დღე მეცხრე

    მეცხრე დღეს შევქმენი ჩემი სასწავლო პროექტის გზამკვლევი და განვათავსე ჩემს ფაილში. შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა საჭირო ინფორმაციები, როგორებიცაა:
     გამოყენებული ლიტერატურის მოდელი -APA ფორმატი
     გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი -MLA ფორმატი
    ინტელის დაწყებითი კურსის ფარგლებში მასალის გამოყენებაზე ნებართვის მოთხოვნის წერილის ნიმუში.
     power point-ის ინსტრუქცია.
     ბლოგის გზამკვლევები.
     ინფორმაციის მოძიება.
     სიტყვები ინტერნეტის საძიებო სისტემებისთვის.
    შევქმენი ჩემი პორტფოლიო და განვათავსე ბლოგზე.
    დღევანდელი დღით დავასრულე intel-ი პროექტებით სწავლება, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ახალი და საჭირო ინფორმაცია მივიღე, რაც მომავალში გამომადგება.
      

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე

суббота, 18 марта 2017 г.

დღე მერვე

     დღის დასაწყისში დავასრულეთ მუშაობა შეფასების რუბრიკებზე, შეფასების მოკლე მონახაზზე და პროცედურებზე. შემდეგ გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმას მოვარგეთ. აგრეთვე შევავსეთ ის ადგილები თუ რა საჭირო სასწავლო რესურსებს გამოვიყენებთ სასწავლო პროექტის ფარგლებში, ისეთები, როგორებიცაა:
     აპარატურული უზრუნველყოფა
    პროგრამული უზრუნველყოფა
    ბეჭდური მასალები
    ინვენტარი/მასალები
    ინტერნეტრესურსები
    სხვა რესურსები
    დავამთავრეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა. საშინაო დავალებად მოგვეცა გზამკვლევების გაცნობა და დამუშავება.

воскресенье, 12 марта 2017 г.

დღე მეშვიდე

     დასაწყისში, შექმნილ ბუკლეტებში შევიტანეთ კორექტირება და შეძლებისდაგვარად გავასწორეთ. შემდეგ გავხსენით intel-ის სახელმძღვანელო, გავეცანით და ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები ჩვენს საქაღალდეებში, ისეთები, როგორებიცაა:
      პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
       უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთიდები
       განმავითარებელი შეფასება
       შეფასების დაგეგმვის ცხრილი
       შეფასების დაგეგმვა
       მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასება
        სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი
        ჟურნალის შაბლონი
 ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და შესაბამისად ჩვენი პროექტის გეგმებს მოვარგეთ.
       კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბევრი ახალი და საჭირო ინფორმაცია შევიძინე, რაც მომავალში გამომადგება.

воскресенье, 5 марта 2017 г.

დღე მეხუთე

   გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს, როგორც სუსტი ჯგუფის, ასევე ძლიერი ჯგუფის მომზადებულს. მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევადგინეთ მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო პრეზენტაცია. გამოვიყენეთ წინარე ცოდნა და poverpoint-ის საშუალებით შევქმენით პრეზენტაცია. ასევე გამოვიყენეთ ყველა ის ხერხი და საშუალება, რაც პროექტის შედგენას სჭირდება.
    ასევე გავეცანით ბუკლეტების შევსების  სხვადასხვა ნიმუშებს.
    კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბევრი ახალი და საჭირო ცოდნა შევიძინე.

суббота, 4 марта 2017 г.

დღე მეოთხე

      პროექტის გეგმის შესაბამისად შევქმენი პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოვიყენე წინარე ცოდნა და poverpoint-ის საშუალებით გავაკეთე სლაიდ-შოუ შერჩეულ თემასთან დაკავშირებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოვარგე სტანდარტები და იდიკატორები. გამოვიყენე ყველა ის ხერხი, რაც პრეზენტაციის შედგენაში გვეხმარება, მაგალითად როგორიცაა: სლაიდების შერჩევა, ინფორმაციის ატვირთვა, დიზაინის შეცვლა, სურათების გადმოტანა, სლაიდების გახსნის სხვადასხვა მეთოდის შერჩევა, მუსიკის დადება და ა. შ..
      კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბევრი რამ გავიხსენე და ბევრიც ახალი ვისწავლე.